City Story
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
ბევრი გართობა, მოგზაურობა და, რაც მთავარია, ლამაზი, მოვლილი სხეული. აუცილებლად რუჯი, ოღონდ ჯანსაღი, კანის გამოშრობისა და გაუხეშების გარეშე. ზაფხულის გოგო სულ ფორმაშია, ლამაზი და სექსუალურია, კანი უბზინავს, თვალები კი ბედნიერებისგან უციმციმებს. როდესაც ზაფხულზე და ზაფხულის გოგოზე ვსაუბრობ, პირველი, უნებურად, სალომე ჭაჭუა მახსენდება. საოცარი სხეულით და შარმით, რომელიც მხოლოდ მას აქვს.




ზაფხულის "სითისთვის", ფოტოსესია Lifferent Hotel&Spa-ს ღია აუზზე დავგეგმეთ. სწორედ იქ მოსინჯა ზაფხულის გოგომ ზაფხულის მთავარი, must have პროდუქტები. ფრანგული, ყველაზე მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური დერმოკოსმეტიკური ბრენდის, "ლიერაკის" მზისგან დამცავი გამა - "სანისიმი". 




რატომ კონკრეტულად ეს პროდუქტები? ამ პროდუქციის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ებრძვის კანის დაბერებას და მზისგან მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს იღებს. გამა 4 პროდუქტისგან შედგება. ესენია: მზისგან დამცავი ფლუიდი სახისა და დეკოლტეს ზონებისთვის, მზისგან დამცავი რძე ტანისთვის და ასევე ძალიან აუცილებელი, გარუჯვის შემდგომ კანის დამატენიანებელი, აღმდგენი, ნაოჭსაწინააღმდეგო ბალზამი სახის და დეკოლტეს ზონებისთვის და დამატენიანებელი, ნაოჭსაწინააღმდეგო რძე ტანისთვის.




სალომე ჭაჭუას ზაფხული...

სალომე ჭაჭუა, მოცეკვავე




ვთვლი, რომ ზაფხულის გოგო ვარ იმიტომ, რომ ეს სეზონი ყველაზე მეტად მიყვარს. მიყვარს სიცხე, სიმწვანე და ის ფერები, რომელიც ამ სეზონზეა. როდესაც გაუსაძლისი სიცხეა, მე ვვარჯიშობ. პროფესიიდან გამომდინარე, სულ ვვარჯიშობ. ამიტომ, ჩემი ზაფხული დიდად არ განსხვავდება წელიწადის სხვა დროებისგან. როდესაც ჩემს მოსწავლეებს არდადეგებზე ვუშვებ, საკუთარ თავზე მუშაობას ვიწყებ. ცოტა დასვენებას მაინც ვახერხებ. ძალიან მიყვარს მთა. აქტიური რეჟიმის შემდეგ, იდეალურია სულიერი განტვირთვისთვის. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ზღვა, რომელიც ასოცირდება ხმაურთან, ბევრ ადამიანთან, მუსიკასთან და აქტიურ დასვენებასთან.




თავის მოვლა ზაფხულში

სხეულს და მის ფორმებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ხშირად მესმის კითხვა, როგორ "დავიყენოთ" ტანი ზაფხულში. არანაირი საიდუმლო არ მაქვს. ძალიან მარტივია - ვარჯიში და სწორი კვება. უკეთესია თუ ექიმთან გაივლით კონსულტაციას, რათა ზუსტად ის პროდუქტები მიიღოთ, რომელიც თქვენს ორგანიზმს სჭირდება.




ძალიან მიყვარს რუჯი. თუმცა ვთვლი, რომ ზაფხულში, და თან რუჯის მიღების დროს, კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ნაოჭებისა და გამოშრობისგან თავის დასაცავად აუცილებელია, მზის აბაზანების შემდეგ, სახისა და ტანის კარგი დატენიანება. უშუალოდ გარუჯვის პროცესში კი, მზისგან დამცავი საცხის ხმარება როგორც სახეზე, ასევე ტანზე.

და ბოლოს, სალომე ჭაჭუას საოცნებო საზაფხულო არდადეგები...




როდესაც აქტიური მოცეკვავე აღარ ვიქნები, აუცილებლად განვახორციელებ ჩემს საოცნებო საზაფხულო არდადეგებს და ვიმოგზაურებ ბრაზილიასა და კუბაში.



აღმდგენი, დამატენიანებელი, ნაოჭსაწინააღმდეგო ბალზამი, სახისა და დეკოლტეს ზონებისთვის, რომელიც უნარჩუნებს კანს ერთგვაროვან ფერს და ახანგრძლივებს რუჯს, არ იწვევს პიგმენტაციას.
პირველი მზის აბაზანების შემდეგ გამოსაყენებელი პროდუქტი, რომელიც ამშვიდებს კანს და აღადგენს ფოტოდაბერების ნიშნებს.
გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ, კანი ხდება მეტად ხავერდოვანი და ნაზი.




მზის აბაზანების მიღების შემდეგ გამოსაყენებელი ტანის რძე. აღმდგენი, დამატენიანებელი და ნაოჭსაწინააღმდეგო ეფექტით.
პირველი მზის აბაზანების შემდეგ გამოსაყენებელი პროდუქტი, რომელიც დატანისთანავე ამცირებს კანის ტემპერატურას, ატენიანებს, აღადგენს ფოტოდაბერების ნიშნებს და იცავს პიგმენტაციისგან.
გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ, რუჯი ხდება მეტად ნათელი და ერთგვაროვანი.




მზისგან დამცავი რძე ტანისათვის. (SPF15)
მზისგან დამცავი, ნაოჭსაწინააღმდეგო პროდუქტი, რომელიც ებრძვის კანის დაბერებას და იცავს UVA/UVB სხივებისგან.
კანი, საცხის დატანისთანავე ტენიანდება. გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ კი ხდება ხავერდოვანი და გლუვი. რუჯი - ერთგვაროვანი.




მზისგან დამცავი ფლუიდი სახისა და დეკოლტეს ზონებისთვის. (SPF30)
ებრძვის კანის დაბერებას, იცავს კანს UVA/UVB სხივებისგან.
გამოყენებისთანავე ატენიანებს კანს, ხელს უწყობს ერთგვაროვანი და სასიამოვნო ფერის რუჯის მიღებას.
გამოყენებიდან 14 დღეში თავიდან ვიცილებთ მზის სხივებისგან გამოწვეულ ლაქებს. კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
ვარცხნილობა: ნატა ლომაშვილი
გადაღების ადგილი: Lifferent Hotel&Spa


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ბრენდის ახალი
სუნამო
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4477
TRY
TRY
1
0.4448
USD
USD
1
3.0532
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა