City Story
იგრძენი ახალი გულისცემა
მალე ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტი" ახალ შენობაში გადავა, ცინცაძის #23-ში. "სითის" წინა ნომერში "რეპროარტის" დამფუძნებლებზე, ლიკა ჭყონიასა და ნინო ოკუჯავაზე გიამბეთ. ამ სტატიას მოჰყვა ბევრი კითხვა, უფრო სამედიცინო მიმართულების. აინტერესებთ რა არის კლინიკის ძირითადი საქმიანობა და რა გამორჩევს მას მსოფლიოს სხვა მსგავსი კლინიკებისან. იყო კითხვები თუ რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა ამ კლინიკას, როგორია მკურნალობის პროცესი და ა.შ ამიტომ, ჩვენ "რეპროარტს" ისევ ვესტუმრეთ. თქვენს კითხვებს ქალბატონი ლიკა პასუხობს.


რა არის "რეპროარტის" ძირითადი საქმიანობა?

კლინიკის მთავარი საქმიანობა არის ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა. ამისათვის პაციენტებს ვთავაზობთ როგორც კონსერვატიულ, ასევე უახლესი რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობას. "რეპროარტის" ჰყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი — მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ემბრიოლოგი, გენეტიკოსი, ანდროლოგი, იმუნოლოგი და სხვა, რომლებიც ემსახურებიან როგორც უნაყოფობის და გინეკოლოგიური პრობლემების მქონე, ასევე ორსულ პაციენტებს. ყველა სპეციალისტი კლინიკაში დანერგილი ამერიკული სტანდარტით ხელმძღვანელობს. გუნდის, საერთაშორისო მიდგომების, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების ერთობლიობა კი, "რეპროარტის" წარმატების მთავარი გარანტია.

რა არის "რეპროარტის" მისია?

"რეპროარტის" მისია სამ მიმართულებად შეგვიძლია დავყოთ. პირველი, ეს არის ოცნების რეალობად ქცევა და ახალი სიცოცხლის დაბადება. უშვილობის პრობლემის მქონე ადამიანებს გვინდა ავუსრულოთ ოცნება, გახდნენ მშობლები. ჩვენი მისია ჩვენს სლოგანშიც არის გამოტანილი: "იგრძენი ახალი გულისცემა".
მეორე - ჩვენი კლინიკა არის ნოვატორი. საქართველოში შემოაქვს ყველა ახალი მეთოდი, თან ძალიან წარმატებულად.
მესამე - ეს არის კლინიკა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, ევროპული და ამერიკული ასოციაციების (ASRM, ESHRE) ყრილობებზე სამეცნიერო ნაშრომებს წარადგენს და საკუთარ მიღწევებს უცხოელ კოლეგებსაც უზიარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი და წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე გაგვაქვს. რეალურად, საქართველოს ცნობადობაც იზრდება. გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ქვეყანა გაჩნდეს მსოფლიო რუკაზე, როგორც უშვილობის მკურნალობის საუკეთესო ადგილი.

რატომ "რეპროარტი", რა გამოარჩევს ამ კლინიკას?

ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ალბათ, პაციენტისა და საქმის მიმართ განსაკუთრებული მიდგომა და მკურნალობის ამერიკული სტანდარტები.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, მამაკაცის უნაყოფობის, სუროგაციის პროგრამის, გაყინული ემბრიონის გადატანისა თუ ემბრიონის გენეტიკური კვლევების მიმართულებით, "რეპროარტი" ისტორიის შემქმნელია. ჩვენი გუნდის დამსახურებით, უნაყოფობის მკურნალობაში ახალი ეტაპები დაიწყო.

უფრო კონკრეტულად:

2004 წელი - ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI – Intracytoplasmic Sperm Injection) გამოყენების შედეგად, პირველი ბავშვი დაიბადა;
2007 წელი - გაყინული ემბრიონის გადატანის შედეგად, პირველი ბავშვი დაიბადა;
2007 წელი - სუროგაციის პროგრამის გამოყენებით, პირველი ბავშვი გაჩნდა;
2007 წელი - პირველი ორსულობა, მამაკაცის მიკროქირურგიული ოპერაციის შედეგად მიღებული სპერმის გამოყენებით;
2007 წელი - ბლასტოცისტის კულტივირების შედეგად, პირველი ბავშვი დაიბადა;
2016 წელი - პირველად საქართველოში, დაიბადნენ ჯანმრთელი ბავშვები პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი/დიაგნოსტიკის (PGT-A/PGT-M) შემდეგ;





"რეპროარტი" მუდმივად ადგენს ზრუნვის სტანდარტს საქართველოში, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

როდის და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა "რეპროარტს" ?

როდესაც წყვილის ასაკი 35 წლამდეა და მათი ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ არ დგება ორსულობა. 35 წელს ზემოთ კი, თანაცხოვრებიდან 6 თვის შემდეგ. ამ შემთხვევებში პაციენტი უნდა მოვიდეს და ჩაიტაროს კვლევები, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება შესაბამისი მკურნალობა.

უნაყოფობის პრობლემა ქალის მიზეზით უფრო ხშირია თუ მამაკაცის?

უნაყოფობის პრობლება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის მიზეზით. არის შემთხვევები, როდესაც პრობლემა ორივეს აქვს. ვიზიტის დროს, ჯობს წყვილი კლინიკაში ერთად მოვიდეს.

რომელია ორსულობისთვის იდეალური ასაკი?

35 წლამდე. 35 წლის ზემოთ იწყება რეპროდუქციული ფუნქციის შემცირება. 39 წლის შემდეგ კი, შანსი დრამატულად მცირდება.

უნაყოფობის დროს გამოსავალი ყოველთვის ინ ვიტრო განაყოფიერებაა?

არის შემთხვევები, როდესაც უნაყოფობის პრობლემას კონსერვატიული მკურნალობაც შველის. გააჩნია დიაგნოზს, უნაყოფობის ხანგრძლივობას და წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

არსებობს თუ არა ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების გარანტია?

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში გარანტიები არ არსებობს. ეს არის ძალიან რთული და კომპლექსური მკურნალობა. შედეგის მიღწევას მხოლოდ ჩვენი საქმიანობა და მონდომება არ შველის. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებს. ინ ვიტრო განაყოფიერებისას, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს წარმატების გარანტია. ჩვენ ვეუბნებით პაციენტებს რამდენი პროცენტია დადებითი შედეგის შანსი.





რატომ უნდა აირჩიონ პაციენტებმა საქართველოში მკურნალობა?

პირველი რიგში იმიტომ, რომ სახლში ხარ. მკურნალობის პროცესი ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია და ასეთ დროს, ჩვეულ გარემოში ყოფნა დადებითად მოქმედებს. რაც შეეხება მკურნალობის ხარისხს, "რეპროარტის" შედეგები არაფრით ჩამოუვარდება ყველაზე ცნობილი საერთაშორისო კლინიკების შედეგებს. ფინანსური კუთხითაც საქართველოში ბევრად მისაღები ფასებია. ჩვენს კლინიკაში ინვენტარი და სამედიცინო დანადგარები ზუსტად იგივეა, რაც ამერიკის კლინიკებში.

რა პერიოდს მოიცავს მკურნალობა?

გააჩნია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუ მოდის წყვილი, რომელსაც სხვა პრობლემა არ აქვს, მაქსიმუმ ორი თვე.

როგორია "რეპროარტის" მრავალწლიანი მუშაობის შედეგები?

ისეთივე, როგორიც მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კლინიკებში. მკურნალობის შემდეგ პაციენტების 60-65%-ს
დადებითი შედეგი აქვს. სუროგაციის დროს შედეგი მატულობს და თუ მკურნალობის პროცესში გენეტიკურ კვლევებს ვიყენებთ, წარმატება კიდევ უფრო დიდია.

რატომ იკავებენ წყვილები თავს რეპროდუქციულ კლინიკებში ვიზიტისგან?

მიუხედავად იმისა, რომ უნაყოფობის მკურნალობა ამ მიმართულებით დიდი ხანია არსებობს, საქართველოში ეს მაინც ახალი დარგია. ბევრმა მეან-გინეკოლოგმა კიდევ არ იცის ეს სფერო. საჭიროა მეტი ინფორმირება რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით, რათა პაციენტების დროული და სწორი გადმომისამართება მოხდეს.

და ბოლოს, რა არის ამ სფეროს ყველაზე დიდი მიღწევა?

მგონია, რომ ამ სფეროს ყველაზე დიდი მიღწევა გენეტიკური კვლევებია. კვლევების საფუძველზე, ოჯახს, რომელსაც მძიმე გენეტიკური პრობლემები აქვს, შეგვიძლია დავეხმაროთ ჯანმრთელი შვილის ყოლაში. გარდა ამისა, გენეტიკური კვლევების განვითარებამდე, ასაკოვან ქალებს სთავაზობდნენ დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებას. ახლა კი, ინ ვიტრო განაყოფიერებიდან მეხუთე დღეს, ემბრიონის იმ უჯრედებს, რომლიდანაც შემდეგ პლაცენტა ვითარდება, ვაგზავნით ამერიკის ლაბორატორიაში, გენეტიკურ ანალიზზე. მიღებული შედეგების შემდეგ, ჯანმრთელი ემბრიონი გადაგვაქვს ქალის საშვილოსნოში, რითაც ორსულობის შანსები საგრძნობლად მატულობს. საქართველოში, ემბრიონების გენეტიკური კვლევა პირველად კლინიკა "რეპროარტმა" შესთავაზა პაციენტებს.
ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ირა კურმაევა
ვარცხნილობა/მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა
ნაფეტვარიძისგან
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა ნაფეტვარიძისგან
09:23 / 05.05.2020
იცით, არ მიყვარს
ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
იცით, არ მიყვარს ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
09:53 / 04.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2020 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5366
TRY
TRY
1
0.4654
USD
USD
1
3.1761
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა