ახალი ამბები
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"

სოფო მოსიძე. ჟურნალისტი

გავიღვიძე 10-ზე.

11-ზე ავდექი.

შევედი აბაზანაში, თავზე დავიდე ვიტამინების ნიღაბი - თმა მცვივა, მინდა ვუშველო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩემი ფეხები.

შევედი სამზარეულოში. გავთალე 5 სტაფილო, 3 ჭარხალი, 2 ვაშლი, 2 ფორთოხალი - უკვე ზეპირად ვიცი რამდენია საჭირო 4 ჭიქა წვენისთვის. გავწურე. ყველაზე საშინელება წვენსაწურის დაშლა/გარეცხვა/დამშრალებაა. ვქენი. მოვამზადე გერკულესი. მე და ნაირამ ვისაუზმეთ. ავალაგე/დავრეცხე/შევალაგე. სესილის გავუკეთე გრეჩიხა. ჯერ კიდევ სძინავს.

დავიწყე სადილის მომზადება, შევწვი ქათამი. იუთუბზე ორჯერ ვნახე თეკუნას ჩქმერულის რეცეპტი, ერთხელ ნახვით ვერ დავიმახსოვრე. გავაკეთე ჩქმერული, გადავუღე ფოტოები, ჩავუგდე გოგოებს. გაიღვიძა ლევანმა, 15 წუთში სესილიმ. სესილი ვასაუზმე. ავალაგე/გავრეცხე/შევალაგე. ლევანი წავიდა.

ამ დროს ჩემი და ნაირას სადილის დროც მოვიდა - გავშალე/ავალაგე/დავრეცხე/შევალაგე. გამოვწმინდე სამზარეულო. გამოვაპილასოსე სახლი, გადავწმინდე მტვერი. მოვიდა ლევანი. 2 პარკით. უუფ, ჩქმერული კარგად მოგიფიქრებიაო - გავუშალე/ავალაგე/დავრეცხე/შევალაგე.

დავიწყე პარკების ამოლაგება. დავწმინდე სპირტიანი სველი სალფეტკებით. შევალაგე. დასამუშავებელ ხბოს ხორცზე დავფიქრდი - როგორ დამეჭრა სქლად ჩაქაფულისთვის ან სოუზისთვის თუ წვრილად ბიფსტროგანოვისთვის. ჩაქაფული ამოვაგდე- უძვლო ხორცი აღმოჩდა. ორი კილოაო. ორად გავყავი და ორნაირად დავჭერი. შევტენე მარაზილკაში.

7 საათიც გახდა.

ონლაინ ლექციას ჩავერთე. ნაშრომისთვის შესარჩევ თემაზე ვმსჯელობდით. ვიჯექი უბრად, თავზე დილით წასმული ზეთით. მორჩა. შევედი აბაზანაში. კაი ხანი არ გამოვედი. გამოვედი. უკვე პიჟამოთი. სასწორს ჩავუარე - გარკვევით გამაფრთხილეს იზოლაციაში უარყოფით ემოციებს ერიდეთო.

დავწექი. ჩავრთე ლეპტოპი. რამეს ფილმს ავარჩევ-მეთქი.

არა, აჯობებს ჯერ ხვალინდელი to do list-ი შავადგინო:

ყიყლიყოს გაკეთება, ღომის გაკეთება, ხარჩოს გაკეთება, მაკას რეცეპტით მოხარშული კრემის გაკეთება + ვაშლების შეწვა, თმის შეღებვა.

უი, დღევანდელ to do list-ზე პლუსების დაწერა კინაღამ დამავიწყდა. დავუწერე.

ვსიო, მგონი მეძინება.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა
ნაფეტვარიძისგან
გზავნილი რუსა ჩაჩუასგან და დიმა ნაფეტვარიძისგან
09:23 / 05.05.2020
იცით, არ მიყვარს
ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
იცით, არ მიყვარს ზაფხული - დასვენება არ მიყვარს, უსაქმოდ ყოფნა.
09:53 / 04.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2020 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5366
TRY
TRY
1
0.4654
USD
USD
1
3.1761
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 6 °C
img
გამოწერა