ცნობილი ბრენდის ახალი
სუნამო
ცნობილმა ბრიტანულმა ბრენდმა "დელფი" პირველი
სუნამო გამოუშვა. ის საფრანგეთში, პარფიუმის დედაქალაქ გრასში
დამზადდა და უკვე საქართველოშია.
"დელფის" სუნამოების ხაზი იმით არის უნიკალური, რომ შვიდი სახეობის
პარფიუმს სრულიად განსხვავებული და ექსკლუზიური სურნელი აქვს:
ევროპული, გრილი სურნელებიდან დაწყებული, ინტენსიური აღმოსავლური
არომატით დამთავრებული.
ახალი სუნამოების ნამდვილი ვარსკვლავი გახლავთ "დელფის" პარფიუმის ორი
სახეობა - EXCLUSIVE და ELEGANT.
ნაკრები ორი სუნამოსგან შედგება: დაისხით ერთი, მერე მეორე და მათი
ერთობლიობა დაუვიწყარ სურნელს შექმნის. "ექსკლუზივი" და "ელეგანტი"
უნისექსია, იდეალური ნაკრები წყვილებისთვის და ფანტასტიკური იდეა
სასაჩუქრედ. ულამაზესია მათი შეფუთვა. განსაკუთრებული სიამაყის თემაა
ეკოლოგიური ტყავის სარტყელი, რომელიც სუნამოებს კრავს.
"დელფის" შვიდივე ახალი სუნამოს შეძენა შეგიძლიათ ბრენდის მაღაზიებში
და, ცხადია, ონლაინ, უფასო მიტანის სერვისით. ახალი სურნელის
პრეზენტაციას "დელფიმ" სპეციალური ფოტოსესია მიუძღვნა მშვენიერი
ლიკუნა ხაჭაპურიძის მონაწილეობით. დაათვალიერეთ ფოტოები და იპოვეთ
თქვენი არომატი, რომელიც აუცილებლად მთელ ზაფხულს
გაგყვებათ.
მოდელი: ლიკუნა ხაჭაპურიძე
მაკიაჟი : თინა
შალიკაშვილი
ვარცხნილობა: ეკატერინე
ტაბატაძე
სამკაული: ფელინო -
მილანო
ფოტო: თიკო
ჭიღლაძე