ახალი ამბები
"პომოდორისიმო"-მოდი, ვილაპარაკოთ
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".

ჩემი გამოცდილებით, შვილებთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად ისეთი სივრცე უნდა შეირჩეს, სადაც არც დედა მოიწყენს (ან მამა!) და არც შვილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვილები იმავე კაფეებსა და რესტორნებში წავიყვანო, რომლებსაც თავად ხშირად ვსტუმრობ. გავა წლები და აქ უკვე საკუთარ შვილებს რომ მოიყვანენ, აუცილებლად გაიხსენებენ ჩვენს საღამოებს და საუბრებს.  სამუშაო დღე იყო. შეხვედრა ხუთი საათისთვის დავგეგმეთ. "პომოდორისიმოში" სტუმრებს მე და ჩემი 18 წლის ანანო ველოდებოდით. აქაურობა ძალიან მიყვარს. ნეოპოლიტანური ხასიათი დაჰკრავს წითელი, კუბოკრული საფირმო გადასაფარებლებისა და შეშის ღუმელში გამომცხვარი, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პიცის გამო. განაპირა მაგიდა შევარჩიეთ, ყველა რომ დავტეულიყავით. ნელ-ნელა გოგოებიც მოვიდნენ: ნინო დარასელი და მარიტა, ლიკა კვარაცხელია და ელენე, მაკუნა გამცემლიძე და მანანიკო. მინდოდა გოგოებს ერთმანეთი გაეცნოთ, დედები ხომ დიდი ხანია ვმეგობრობთ და ვიცნობთ ერთმანეთს.








სამსახურიდან მოსული მაკუნა მიყვება, რომ მანანიკოსთან ერთად ხშირად დადის "პომოდორისიმოში", ჭავჭავაძის გამზირზე და აქაც, სავაჭრო ცენტრ "მერანის" ტერასაზე. დაგვიანებით მოსული ნინო დარასელი გვიხსნის, რომ ვიდრე ჩვენამდე ამოვიდოდა, გზად მარიტასთვის კაბის ყიდვა მოასწრო. ლიკა და ელენე პირდაპირ სატელევიზიო გადაღებიდან მესტუმრნენ. რაღა დაგიმალოთ და, სამსახურებიდან გამოვარდნილებს საღამოს ვახშამი არც ჩვენ გვაწყენდა. ამიტომ, ერთი სული გვქონდა ფოტოგადაღება როდის დასრულდებოდა.








ნინო დარასელის მარიტა არაბავშვური კერძების _ ბოსტნეულის სალათებისა და ყველის ტაბლას მოყვარული აღმოჩნდა. მანანიკო პიცის, ლიკა კვარაცხელიას ელენე და ჩემი ანანო _ ბრუსკეტებისა და უგემრიელესი გრილი ლიმონათების.
უფროსებმაც ცოტ-ცოტა ყველაფერი დავაგემოვნეთ და ვიდრე გოგოები სელფებისა და ბუმერანგების გადასაღებად "პომოდორისიმოს" ხედებს ითვისებდნენ, კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ამოცანა "მეტი დრო შვილებთან და მეგობრებთან ერთად", წარმატებით შევასრულეთ!  ასე რომ, მოინიშნეთ "პომოდორისიმოც"!





Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
მსახიობი და ტელეწამყვანი, ილო
ბეროშვილი
მსახიობი და ტელეწამყვანი, ილო ბეროშვილი "ნიკორას" კულინარიული პროექტის ახალი სტუმარია.
10:14 / 23.02.2022
მსახიობი და ტელეწამყვანი, ილო
ბეროშვილი
მსახიობი და ტელეწამყვანი, ილო ბეროშვილი "ნიკორას" კულინარიული პროექტის ახალი სტუმარია.
10:14 / 23.02.2022
წინასაახლო ნომერში ჩვენ გაგაცნობთ
IWA - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობას
საქართველოში. ასოციაციას წელს საიუბილეო თარიღი აქვს.
წინასაახლო ნომერში ჩვენ გაგაცნობთ IWA - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობას საქართველოში. ასოციაციას წელს საიუბილეო თარიღი აქვს.
11:31 / 05.01.2022
არსებობენ ფიქრები, ქმედებები და
ემოციები. ჩვენ მათ ვიყენებთ და ვარსებობთ. ისინი ჩვენს ცხოვრებას
განსაზღვრავენ.
არსებობენ ფიქრები, ქმედებები და ემოციები. ჩვენ მათ ვიყენებთ და ვარსებობთ. ისინი ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ.
10:10 / 30.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
#we_are_in_the_same_boat
თავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო - შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ "სითის" აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.
15:43 / 18.04.2022
"ფარმსახლის" და "არტფარმას" საქველმოქმედო აქცია უკრაინელი ბავშვებისთვის
"ფარმსახლი" და "არტფარმა", უკრაინაში ომის დაწყებიდან უმოკლეს დროში ჩაერთო საქველმოქმედო კამპანიაში.
20:21 / 27.03.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2022 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
ამინდი
ბორჯომი 6 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
გამოწერა