რა უნდა ვიცოდეთ ბუნიონის შესახებ და რატომ სჯობს ოპერაციის გია გვარამიას კლინიკაში გაკეთება?

თუ ხშირად გიწევთ მაღალქუსლიანი, ვიწრო და შემბოჭავი ფეხსაცმლის ტარება, მაღალია იმის ალბათობა, რომ ოდესმე, ისეთი პრობლემის წინაშე დადგეთ, როგორიც ბუნიონია

დაავადება ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, რის გამოც პაციენტები მიიჩნევენ, რომ მათი პრობლემა მხოლოდ ესთეტიკურია და მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა გია გვარამიას კლინიკის პლასტიკური ქირურგი ლაშა ოსეფაიშვილი აცხადებს, რომ ბუნიონისგან განკურნება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რადგან მდგომარეობის გამწვავებისას ის მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. გია გვარამიას კლინიკაში ბუნიონის დიაგნოსტირება და შემდეგ ოპერაცია უახლესი მეთოდებით ტარდება. ჩვენ გიამბობთ, თუ რატომ უნდა მიმართოთ სწორედ ამ კლინიკას და არა სხვა სამკურნალო დაწესებულებას;

- ბუნიონს ხშირად პოდაგრასთან აიგივებენ, თუმცა ამბობენ, რომ გაცილებით უფრო რთული დაავადებაა, მართალია?

- პოდაგრისგან განსხვავებით, ბუნიონი მხოლოდ და მხოლოდ ტერფის პათოლოგიაა, რომელსაც სხვა ორგანულ სისტემებთან საერთო არ აქვს. ის შეიძლება იყოს შეძენილი, ან თანდაყოლილი, ამ უკანასკნელის შემთხვევაში მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა გადაიცემა. ხშირად გადადის დედის ხაზით, მეტწილად გოგონებში.

- რა ასაკში ვლინდება ბუნიონი და რა არის პირველი სიმპტომები?

- ბუნიონი შესაძლოა 5-6 წლის ასაკშიც გამოვლინდეს. ცხადია, ვიზუალური დათვალიერებითაც შეიმჩნევა, თუმცა არ არის სავალდებულო, რომ დაავადება თავიდანვე სრული სპექტრით იყოს გამოვლენილი, რადგან მისი გამწვავება ასაკის მატებასთან ერთად ხდება. არსებობს შეძენილი ბუნიონიც. მიზეზი შესაძლოა ტერფის რამდენიმე პათოლოგია გახდეს. მათ შორის ბრტყელტერფიანობა, ქუსლის დაავადებები, ძვალკუნთოვანი სისტემის დაზიანება და სხვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პათოლოგიების შემთხვევაში ბუნიონი აუცილებლად განვითარდება, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები საკმარისი წინაპირობაა იმისთვის, რომ ადამიანს ბუნიონი გაუჩნდეს.

- მართალია, რომ ის არასწორი ფეხსაცმლის გამოყენებითაც ჩნდება?

- საშუალოდ, 100 შემთხვევიდან 80%-ში ისეთი ბუნიონი გვხვდება, რომელიც არასწორი ფეხსაცმლის გამოყენებით არის გამოწვეული. ალბათობა, რომ მოჭერილი, წვეტიანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ბუნიონის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს, მაღალია. შეძენილი ბუნიონი გოგონებში 10 წლის ასაკშიც ვლინდება. თუმცა მასში არ ვგულისხმობ მხოლოდ ფეხსაცმლით გამოწვეულ პრობლემას. ის ხშირია ბალერინებში, სპორტსმენებსა და მოცეკვავე გოგონებში. ნებისმიერი გადამეტებული ვარჯიში ხელს უწყობს მის განვითარებას.

- ზოგიერთ შემთხვევაში ბუნიონს არ ახლავს ტკივილი. როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ საოპერაციოა?

- შემთხვევათა 50%-ში ტკივილი, შესაძლოა, საერთოდ არ იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პათოლოგიური პროცესები არ ვითარდება. ის ორივე შემთხვევაში ოპერაციას მოითხოვს. უმტკივნეულო ბუნიონი რომ პაციენტისთვის ნაკლებად შემაწუხებელია, ეს მომართვიანობაზეც აისახება. პაციენტები მიიჩნევენ, რომ ბუნიონი, რომელიც ტკივილის გარეშე მიმდინარეობს, სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს...

- ბუნიონისგან განკურნების რა გზა არსებობს?

- მკურნალობის არაოპერაციული მეთოდი არ არსებობს. არის დამხმარე საშუალებები, სპეციალური ორთეზი, რომელსაც ფეხსაცმელში იყენებენ, თუმცა ეს არ იწვევს პათოლოგიისგან განკურნებას. ეს არის საშუალება იმისთვის, რომ არსებული სიმპტომები ნაკლებად აისახოს პაციენტზე და არ გამწვავდეს ვითარება. მაგრამ ოდესმე მდგომარეობა მაინც გამწვავდება. თანამედროვე მიდგომით, როგორც კი პათოლოგია გამოჩნდება, პაციენტი საოპერაციოა. ადრეულ ეტაპზე მსუბუქი ჩარევა ხდება, თუმცა რაც უფრო მწვავეა ვითარება, ოპერაციის სირთულეც იზრდება. ნებისმიერი სახის ბუნიონი საოპერაციოა.

- ადამიანების ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ოპერაციების მიმართ. ფიქრობენ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. რას ეტყოდით მათ?

- რაც უფრო მალე გაიკეთებს ადამიანი ოპერაციას, მით უმჯობესია მისთვის. ვიზუალური და ესთეტიკური მხარის გარდა, აქ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არის, რომლებიც ჯანმრთელობას უკავშირდება. ბუნიონის გამწვავება დაკავშირებულია სახსრების, მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ხერხემლის და მხედველობის პრობლემებთან.

- რა პროცედურების გავლაა საჭირო ოპერაციამდე?

- იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ მდგომარეობაშია პაციენტის ძვალსახსროვანი სისტემა, გია გვარამიას კლინიკაში ტარდება რენტგენოლოგიური და პოდომეტრიული კვლევა. ხდება ადამიანის ტერფის ფუნქციური გამოკვლევა-შეფასება. მაგალითად, თუ ეს პათოლოგიაა, უნდა გაირკვეს, თუ რა გავლენას ახდენს ის სიარულზე და რა უარყოფითი მხარეები შეიძლება გამოიწვიოს. პაციენტის გადამოწმება ოპერაციის შემდეგაც ხდება. დინამიკაში ვაკვირდებით, რა შეიცვალა და როგორ გაუმჯობესდა პაციენტის სიარული.

- რა განასხვავებს გვარამიას კლინიკას სხვა კლინიკებისგან, რატომ უნდა გაიკეთოს პაციენტმა ოპერაცია აქ და არა სხვა კლინიკაში?

- პირველი, რაც პაციენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის არის, რომ გია გვარამიას კლინიკაში რეაბილიტაციის პროცესი ხანმოკლეა - 3-დან 4 კვირამდე. პაციენტს ჩვენი ორთოპედიული ფეხსაცმელი აცვია, თუმცა ოპერაციიდან მეორე დღესვე მოძრაობს. ძველი მეთოდებით ჩატარებული ოპერაციების შემთხვევაში რეაბილიტაციის პერიოდი რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. ეს სხვადასხვა პრობლემასთან იყო დაკავშირებული. პაციენტი ვერ მოძრაობდა და ფეხიც თაბაშირში უნდა ჰქონოდა. ჩვენს შემთხვევაში ოპერაციის ტექნიკაც განსხვავებულია, რაც საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად შემოკლდეს რეაბილიტაციის პერიოდი. მთავარია, რომ ოპერაცია მხოლოდ ესტეთიკური მხარის გაუმჯობესების მიზნით არ ჩატარდეს, არამედ მოხდეს ტერფის სრული ბიომექანიკური სურათის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობისა, რომელიც პათოლოგიის განვითარებამდე იყო. თუ ამის აღდგენა ვერ მოხერხდა, მაშინ ყველაფერი წყალშია ჩაყრილი, რადგან ადრე თუ გვიან პათოლოგია ხელმეორედ განვითარდება. ძველი ტიპის ოპერაციებში რეციდივების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი იყო - 15-35%, ახლა კი ეს რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული.

- რამდენად რეალურია იმის საფრთხე, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტი იმავე პრობლემამ შეაწუხოს? ხშირია გართულებები?

- იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია სწორად ჩატარდა, რეციდივის ალბათობა 3%-მდე მერყეობს. რაც შეეხება გართულებებს, ეს ისევ და ისევ რეციდივია. თუმცა იმ ტექნიკით, რომელსაც გია გვარამიას კლინიკაში ვიყენებთ, რეციდივის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. გართულება კი იგივეა, რაც ნებისმიერ სხვა ქირურგიულ ჩარევას შეიძლება მოჰყვეს - ჭრილობის ინფიცირება და ა.შ.

- რა ასაკში შეიძლება ოპერაციის გაკეთა, არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა, ან ვისთვის არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება?

- ოპერაციის გაკეთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მაშინაც კი, თუ ადამიანი არასრულწლოვანია, რადგან მოგვიანებით, ამ პრობლემამ შესაძლოა უფრო მნიშვნელოვან პრობლემას დაუდოს სათავე. შეზღუდვას რაც შეეხება, ოპერაციამდე წინასწარ ხდება პაციენტის გამოკვლევა და დადგენა, არის თუ არა რაიმე ხელის შემშლელი პირობა. მაგალითად: დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პრობლემები და სხვა, რომლებიც შემდეგ პირველ პლანზე გადადის...



თიკო
დიდავა თავის მკურნალ ექიმს კონსულტაციაზე ეწვია. ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ არანაირი გართულება არ ჰქონია. ის ჩვეული რიტმით განაგრძნობს ცხოვრებას.


ყოველთვის მინდოდა, რომ ბუნიონზე ოპერაცია გამეკეთებინა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რადგან ისეთი თანამედროვე მეთოდები, როგორიც დღეს გია გვარამიას კლინიკაში გამოიყენება, მანამდე არ არსებობდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. რეაბილიტაციის კურსი დაახლოებით სამი კვირა გაგრძელდა. შედეგითაც კმაყოფილი ვარ. ფეხსაცმელსაც უფრო თავისუფლად ვარჩევ. იმ ადამიანებს, ვისაც ბუნიონი აქვთ, ვურჩევდი, რომ ამ პრობლემას საწყის ეტაპზევე მიაქციონ ყურადღება”.


მისამართი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 1

ავტორი: ნინი ჯაფარიძე
ფოტო: LIG Studio

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Jazz and Wine
ზაფხულს შემოდგომა ცვლის, ბათუმს - წინანდალი, წვიმას - შემოდგომის მზე და ასე იქმნება Jazz and Wine - ფესტივალი, რომელსაც Eastern Promotions წელს უკვე მესამედ წარმოგვიდგენს კახეთში.
12:07 / 18.10.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
TRY
TRY
1
0.5134
USD
USD
1
2.9718
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა