ქართულ-ფრანგულ კლინიკაში მოწვეულ ექიმებთან ერთად,კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციებს განაგრძნობენ

მედიცინის დოქტორები: ვიგენ ბახშინიანი და ნეილა მილეშინა, რომლებიც ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრის-ხუჯაძის კლინიკას გუშინ, ორდღიანი საინფორმაციო - საოპერაციო კურსის ფარგლებში ეწვივნენ, კლინიკის ექიმებთან ერთად კოხლეარული ომპლანტაციის ოპერაციებს განაგრძნობენ.


კლინიკის დირექტორის, მიხეილ ხუჯაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კოხლეარული იმპლანტები საქართველოში სიახლეს წარმოადგენს, ბრენდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ის ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენთან საუბრისას, მან ასევე აღნიშნა, რომ ოპერაციების ღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო თავად აფინანსებს, რის გამოც, იმპლანტაცია პაციენტებისთვის პრაქტიკულად უფასოა.


„ოტორინოლარინგოლოგების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ჯაფარიძე პიონერი იყო, რომელმაც როგორც ქირურგიულად, ისე ადმინისტრაციულად, დაამკვიდრა ამ ოპერაციის დაფინანსება. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია, რადგან ამის გარეშე ვერაფერი იქნებოდა. მართალია, ოპერაციები მანამდეც კეთდებოდა, თუმცა დღეს, ამიერკავკასიაში ახალი კომპანია შემოვიდა - კოხლეა. სწორედ ამ კომპანიის აპარატებს ნერგავს ჩვენი კლინიკა. კომპანიას მრავალწლიანი გამოციდლება აქვს და ის ამ სფეროს ერთ-ერთი ლიდერია. პირველი ოპერაცია ამა წლის აგვისტოში, 5 წლის გოგონას გავუკეთეთ. ახლა კი, მოწვეულ ექიმებთან ერთად, საერთო ჯამში, 8 ოპერაციას ჩავატარებთ “,- განაცხადა ხუჯაძემ.


„სითი“ მოწვეულ ექიმს, მედიცინის დოქტორს, ნეილა მილეშინასაც ესაუბრა,რომელიც მოხარულია იმით, რომ კოხლეარული იმპლანტაცია ნელ-ნელა საქართველოშიც ინერგება. მისივე მტკიცებით, თუ სმენადაქვეითებულ პაციენტს ოპერაცია დროულად გაუკეთდა, მაშინ მას არა მხოლოდ სმენა, არამედ სრულყოფილი საუბარიც შეეძლება.


„საქართველოში პირველად აგვისტოში ჩამოვედი. შემიძლია გითხრათ, რომ კოხლეარული იმპლანტაცია, სმენადაქვეითებული პაციენტების რეაბილიტაციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუ ამ ოპერაციას პაციენტს დროულად გაუკეთებენ, ეს კი შესაბამისი გამოკვლევებით უნდა დადგინეს, მაშინ ადამიანს ყველაფერი ესმის და საუბარიც შეუძლია. ის ისეთივე ხდება, როგორიც თითოეული ჩვენგანია. მოხარული ვარ, რომ ასეთ ექიმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მომეცა. წინ კიდევ 5 ოპერაცია გვაქვს გასაკეთებელი, საკმაოდ შრომატევადი დღე გველის “,-განაცხადა მილეშინამ.


ვიგენ ბახშინიანს 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. იმპლანტაციაზე საუბრისას,ხაზგასმით აღნიშნა, რომ რამდენადაც მნიშვნელოვანია, დიაგნოზის სწორად დასმა და შემდგომ ოპერაციის ჩატარება, იმდენად მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდიც.


„ოპერაციის შემდგომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რებილიტაციის კურსი. პაციენტის მშობელმა და მისმა პედაგოგებმა ბავშვს უნდა ასწავლოს, თუ  როგორ უნდა მოუსმინოს, როგორ უნდა მიუყურადოს და შემდგომ ისაუბროს სწორად. თუ ეს ყველაფერი კარგად შესრულდა და ბავშვმა სრულყოფილად შეძლო სუაბარი, მაშინ ჩაითვლება, რომ კოხლეარული ოპერაცია წამრატებით ჩატარდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოხლეარული იმპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს სოციუმის სრულფასოვანი წევრი, ესმოდეს და საუბრობდეს. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა საქართველოში, ხუჯაძის კლინიკაში, ჩემს კოლეგებთან ერთად, ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთოთ და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას საჭიროებენ“,- განაცხადა ბახშინიანმა.

 

 

 

 

 

 

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ვისვენებთ საქართველოში!
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
09:58 / 22.06.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1838
TRY
TRY
1
0.4858
USD
USD
1
2.7945
ამინდი
ბორჯომი 18 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა