ქართულ-ფრანგულ კლინიკაში 8 სმენა დაქვეითებულ ადამიანს, კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციები ჩაუტარდება

უზნაძეზე, ხუჯაძის კლინიკაში დღეს ხალხმრავლობაა. თეთრი სათამაშოებით გაწყობილი ნაძვის ხის გარშემო ბავშვები ირევიან. მათი მშობლები კი, გაფაციცებით ელოდებიან ექიმებს. როგორც გაირკვა, ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგულ სამეცნიერო ცენტრს, მედიცინის ცნობილი დოქტორები: ვიგენ ბახშინიანი და ნეილა მილეშინა ეწვივნენ, რომლებიც ორდღიანი საინფორმაციო - საოპერაციო კურსის ფარგლებში, კლინიკის ექიმებთან ერთად, კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციებს ჩაატარებენ.


ოტორინოლარინგოლოგმა მიშა ხუჯაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პირველი კოხლეარული იმპლანტანცია აგვისტოში, 5 წლის სმენა დაქვეითებულ გოგონას გაუკეთდა, რომელიც დღეს, ჯანმრთელია და რეაბილიტაციის კურსს გადის. მისივე განმარტებით, კოხლეარული იმპლანტების მეშვეობით ამჯერად 8 ადამიანს ჩაუტარდება ოპერაცია.ღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო თავად აფინანსებს.

„ოტორინოლარინგოლოგების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ჯაფარიძე პიონერი იყო, რომელმაც როგორც ქირურგიულად, ისე ადმინისტრაციულად, დაამკვიდრა ამ ოპერაციის დაფინანსება. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია, რადგან ამის გარეშე ვერაფერი იქნებოდა. მართალია, ოპერაციები მანამდეც კეთდებოდა, თუმცა დღეს, ამიერკავკასიაში ახალი კომპანია შემოვიდა - კოხლეა. სწორედ ამ კომპანიის აპარატებს ნერგავს ჩვენი კლინიკა. ამ კომპანიას მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს და ამ სფეროს ერთ-ერთი ლიდერია. ორი დღის განმავლობაში, მოწვეულ ექიმებთან, მედიცინის დოქტორებთან ვიგენ ბახშინიანთან და ნეილა მილეშინასთან ერთად, კიდევ 8 ოპერაციას ჩავატარებთ “,- განაცხადა ხუჯაძემ.

XX


Print