PINEO LUXERY - დაცული სახლი, სადაც მშობიარობა ყველაზე კომფორტულია

თუ გსურთ, რომ თქვენი პატარა ტოკიოში, ნიუ იორკში, ან ჟენევაში დაიბადოს, მაშინ გამომყევით - "პინეო ლაქშერი", მეოთხე სართული, კარი ხელმარჯვნივ...

ეს სრულიად ახალი, ინოვაციური კონცეფციის სამშობიარო სახლია, უფრო სწორად კი დაცული სახლი, რომელიც კავკასიასა და მის მეზობელ ქვეყნებში პირველია. "პინეო ლაქშერის" შექმნის მთავარი მიზანი ორსულებისთვის კომფორტული და დაცული გარემოს შექმნაა. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ მშობიარობის პროცესმა ზედმეტი სტრესის გარეშე ჩაიაროს. "პინეო ლაქშერის" ინტერიერი საავადმყოფოსას სულაც არ ჰგავს. პალატების ნაცვლად ფერადი ოთახებია, რომლებსაც სხვადასხვა დიდი ქალაქის სახელი ჰქვია, კედლებს ნახატები ამშვენებს, კლინიკასთან ასოცირებული სამედიცინო ნივთები კი კარადებშია განთავსებული ისე, რომ პაციენტები ვერც ამჩნევენ. ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლება - სამშობიარო სახლის უკან უზარმაზარი ფიჭვნარია, სახელწოდება "პინეო ლაქშერიც" სწორედ აქედან გამომდინარეობს.

ინტერვიუ "ჟენევაში" ჩავწერეთ, ჩვენი რესპონდენტი სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ზაზა სინაურიძეა;

- "პინეო ლაქშერის" შექმნიდან ერთი თვეც არ გასულა, თუმცა მასზე ყველა საუბრობს; როგორ გაჩნდა დაცული სახლის კონცეფცია, მისი შექმნის იდეა?

- "პინეო ლაქშერის" შექმნის მიზანი ორსულებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. ეს არის სრულიად ინოვაციური, დაცული სახლის კონცეფცია, რომლის ანალოგიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში არსებობს. გარემო ისეა ადაპტირებული, რომ ადამიანს ექმნება შთბეჭდილება, თითქოს სახლში იმყოფება. ოთახებში ვერ ნახავთ ისეთ ნივთებს, რომლებიც საავადმყოფოს გაგახსენებთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულობა, ისევე როგორც მშობიარობა, ნაკლებად სტრესული იყოს. როდესაც ოჯახურ გარემოში იმყოფები, იქ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ, ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივია. "პინეო ლაქშერი" იმითაც განსხვავდება, რომ მნახველების მოსვლა და მშობიარობაზე დასწრება შეზღუდული არ არის. პირიქით, ვითხოვთ კიდეც, რომ მშობიარეს გვერდით ახლობელი ჰყავდეს: მეუღლე, დედა, ან ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც მას მხარს დაუჭერს და გაამხნევებს.

- ორსული ქალისთვის სტრესის მოსახსნელად დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, "პინეო ლაქშერში" პალატების ნაცვლად ოთახებია, რომლებსაც სხვადასხვა ქალაქის სახელი აქვთ, ეს თავად მოიფიქრეთ?

- დიახ, ეს ჩემი იდეა იყო. ახლა, მაგალითად, ჟენევაში ვიმყოფებით. სიმართლე გითხრათ, ეს მხოლოდ განწყობის ასამაღლებლად გაკეთდა. წარმოიდგინეთ, რა უფრო გაახარებს ახალგაზრდა გოგონას? ის, რომ კლინიკაში იყოს, სადაც ექიმი თეთრი ხალათით იქნება თუ იქ, სადაც ვერც კი იგრძნობს, რომ საავადმყოფოშია? ჩვენი კონცეფციის მთავარი მიზანი ის არის, რომ ორსულს სტრესი მოვუხსნათ და საუკეთესო განწყობა შევუქმნათ.

- "პინეო ლაქშერიში" უკვე დაიბადა რამდენიმე ახალშობილი; როგორი შთაბეჭდილებებით დატოვეს აქაურობა მშობლებმა? გაამართლა მათმა მოლოდინმა?

- ამ მცირე დროის განმავლობაში ჩვენ უკვე ხუთი მშობიარე გვყავდა. ახლაც გვირეკავენ, კმაყოფილებას გამოხატავენ და მადლობასაც გვიხდიან, რადგან ჩვენთან მშობიარეს მაქსიმალურად კომფორტული და დაცული გარემო ხვდება. ეს ბავშვისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან, ხომ იცით, ვიდრე ბავშვს ჭიპლარს არ გადავუჭრით, ის დედაზეა დამოკიდებული.
თუ დედა თავს კომფორტულად გრძნობს, ბავშვიც კარგადაა. წლებია მუშავდება ისეთი ადაპტაციური მექანიზმები, რომლებიც ბავშვს მშობიარობის სტრესს უხსნის. "პინეო ლაქშერი" სწორედ ეს შემთხვევაა.

- ამ კონცეფციის სახლში უპირატესობა ფიზიოლოგიურ მშობიარობას ენიჭება?

_ საოჯახო ტიპის სამშობიარო სახლში მშობიარობა მინიმალურ ჩარევას ითვალისწინებს. არავითარ ქირურგიურ ჩარევას ადგილი არ აქვს. არის შემთხვევები, როდესაც მშობიარობის დროს გარკვეული ჩარევაა საჭირო, თუმცა იმასთან შედარებით, რა მაჩვენებელიც ტრადიციულ საავადმყოფოებშია, ციფრები მინიმალურია. პაციენტების 95 პროცენტში ყველანაირი წვეთოვანის გარეშე ხდება მშობიარობა, ასევეა გამაყუჩებლის შემთხვევაშიც. წამლები 100-120 წლის წინ გამოიგონეს, თუმცა ქალები მანამდეც ხომ მშობიარობდნენ? ორსული ინფორმირებული უნდა იყოს მშობიარობის პროცესის შესახებ და ამას ისე უნდა მიუდგეს, როგორც საჭიროა. სამშობიარო ტკივილის გაძლებაც უდავოდ შესაძლებელია. მიუხედავად მშობიარობის სტრესისა, საკმარისია, ქალს გულზე ახალშობილი დავუწვინოთ, რომ ტკივილები მაშინვე ავიწყდება. მშობიარობამდე მნიშვნელოვანია რისკების შეფასება. თუ ვხედავთ, რომ ორსულს თავად შეუძლია მშობიარობა, ვურჩევთ სცადოს, რათა თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ჩარევა, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, რა თქმა უნდა, საკეისროსაც ვაკეთებთ. მეტკინება და საკეისრო გამიკეთეთ, - ეს ჩვენთვის საკმარისი მიზეზი არ არის.

- როგორც ვიცი, მედიკამენტებსაც სიფრთხილით არჩევთ, ხშირ შემთხვევაში კი ამჯობინებთ, რომ საერთოდ არც დაუნიშნოთ პაციენტებს. ეს ასეა?

_ ნებისმიერი წამალი, რომელსაც დედა იღებს, ბავშვს გადაეცემა, რის გამოც მისი სათუთი ორგანიზმი დარტყმის ქვეშაა. სამწუხაროა, რომ ტრადიციულ სამშობიარო სახლებში პაციენტებს წამლებს ზოგჯერ გაუაზრებლად უნიშნავენ. არადა, დამერწმუნეთ, უმეტეს შემთხვევაში არანაირი წამალი არ არის საჭირო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ საერთოდ არ სჭირდებათ წამლები. არის შემთხვევები, როდესაც ეს აუცილებელია. ექიმმა უნდა განსაზღვროს, რომელი უფრო სარისკოა _ წამლის მიცემა და მისი გვერდითი მოვლენები, თუ მისი არმიცემა და რომელიმე პათოლოგიის განვითარება. თუ ეს უკანასკნელი მაღალია, მაშინ თვალს ვხუჭავთ და პაციენტს წამალს ვაძლევთ. მარტივად გეტყვით, ახალგაზრდობას ხომ არ სჭირდება მკურნალობა, ასევე არ სჭირდება მკურნალობა მშობიარობასაც.

- იმისათვის, რომ ორსულმა ქალმა თავი დაცულად იგრძნოს, გარემოს გარდა, მნიშვნელოვანია კვალიფიციური პერსონალი, გინეკოლოგი და ბებიაქალი...

- პირიქით არის, ვიტყოდი, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია ბებიაქალი და    შემდეგ გინეკოლოგი. ამის დასტურად შემიძლია სტატისტიკაც  მოგიყვანოთ.  ასი წლის წინ, დედათა სიკვდილიანობის დასადგენად, დიდ  ბრიტანეთში, აშშ-  სა და სკანდინავიის ქვეყნებში კვლევა ჩაატარეს.  ყველაზე მაღალი  სიკვდილიანობა აშშ-ში იყო, ყველაზე დაბალი კი _  სკანდინავიის ქვეყნებში.    შემდეგ აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ქალს  გინეკოლოგი ამშობიარებდა, ბრიტანეთში -  გინეკოლოგი და ბებიაქალი,  აი, სკანდინავიის ქვეყნებში კი მხოლოდ  ბებიაქალი. თქვენ დასვით  შეკითხვა და აღნიშნეთ, გინეკოლოგი და  ბებიაქალიო, მე კი გეუბნებით,  რომ ჯერ ბებიაქალი, შემდეგ კი გინეკოლოგი.  "პინეო ლაქშერიში"    მაღალკვალიფიციური პერსონალი მუშაობს. ჩვენს  ბებიაქალებს ამ  სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, მათ  ზუსტად  იციან, რა სჭირდებათ ორსულებს. ჩვენი კონცეფციიდან გამომდინარე,  მნიშვნელოვანია მინიმალური ინვაზია. ექიმი მხოლოდ მონიტორინგს უნდა  აწარმოებდეს. ყველაზე კარგი მეანი ხომ ის არის, რომელიც თითსაც არ  დააკარებს თავის პაციენტს.

- სამშობიარო სახლი ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ადგილზე მდებარეობს, პაციენტებისთვის, ალბათ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს...

- რა თქმა უნდა. თბილისს რამდენიმე ადგილიდან მოეწოდება ჰაერი, მათ შორისაა კრწანისიც. ტერიტორია, სადაც "პინეო ლაქშერი" მდებარეობს, ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა. ეს ადგილიც სწორედ ამიტომ ავირჩიეთ. საავადმყოფოს უკან ერთ ჰექტარზე ფიჭვია გაშენებული. ჰაერიც არაჩვეულებრივია.

- რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც დღე-დღეზე მშობიარობას გეგმავენ და არ იციან, რომელ სამშობიარო სახლზე შეაჩერონ არჩევანი, რატომ უნდა მოვიდნენ ისინი "პინეო ლაქშერიში”?

- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ "პინეო ლაქშერიში" ორსული მაქსიმალურად დაცულად გრძნობს თავს. ერთ სივრცეში აქ რამდენიმე განყოფილებაა თავმოყრილი. ჩვენ ქვემოთ ახალშობილთა რეანიმაციაა, გვერდით - მოზრდილთა რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტი. ასევე, კარდიოლოგია-ნევროლოგია, ყველაფერი, რაც ადამიანს დაცულობისთვის სჭირდება. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ "პინეო ლაქშერიში" ყოფნისას ორსული აცნობიერებს, რომ ის არა საავადმყოფოში, არამედ სახლშია, სადაც ყველაფერს აკეთებენ მისი კომფორტისა და კეთილდღეობისთვის.

მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი კი, ხარისხია. ეს არის უმაღლესი დონის სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც უნიკალური კონცეფცია და მიდგომები აქვს. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. ისეთივე, როგორც მსგავსი სეგმენტის სხვა დაწესებულებებში. გულწრფელად გეტყვით, საზოგადოების დაინტერესება იმდენად დიდია, რომ დარწმუნებული ვარ, კონცეფცია აუცილებლად გაამართლებს.





Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ფუფუნების სამყარო პატარებისთვის
"სუავინექსი" ბავშვთა მოვლისა და აქსესუარების ესპანური ბრენდია, რომელიც 1983 წლიდან ზრუნავს პატარებზე და მათთვის ფუფუნების სამყაროს ქმნის.
10:05 / 11.06.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0943
TRY
TRY
1
0.4663
USD
USD
1
2.7468
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა