ჩვენთან სულ ახალი წელია - რატომ ?

ყოველთვის მიკვირდა რატომ აღნიშნავდა ჩემი ოჯახი ახალ წელს წელიწადში ორჯერ. ჯერ 31 დეკემბრის ღამეს, შემდეგ კი განმეორებით 13 იანვრის ღამეს. დიდი ბაბუა, რომელმაც ას წელზე მეტი იცხოვრა მიხსნიდა:

მე რომ შენსავით პატარა ვიყავი ერთი კალენდარი გვქონდა. მერე მოვიდა ევროპა და ყველაფერი აურია, ამიტომაც გვაქვს ახლა წელიწადში ორი ახალი წელიო. ევროპის ხსენებაზე მეორე ბაბუაც აუცილებლად ჩაერთვებოდა ხოლმე და ამატებდა: შეეშვი ამ ობსკურანტიზმს, 31-ში რომ დაიწყე ახალი წლის აღნიშვნა, მაშინ ჯერ კიდევ ოციანი წლები იყო. რა შუაშია ევროპა, ნუ აბნევ ბავშვს ანაქრონიზმებითო. შემდეგ დიდი ბაბუა ერთვებოდა და პასუხობდა, ბავშვს შენ აბნევ მე კი არა, რა იცის ან ობსკურანტიზმის ან კი ანაქრონიზმისო..

მოკლედ, ასე იწყებოდა ჩემი შეკითხვა ყოველი ახალი წლის დამდეგს და სრულდებოდა იმით, რომ მაინც ვერაფერს ვგებულობდი. მერე ცოტა გავიზარდე და გადავწყვიტე ჩემით გამერკვია რას ნიშნავდა ახალი წელი და რატომ აღვნიშნავდით მას წელიწადში ორჯერ. რატომ ვღებულობდი ლამაზ და ფერად საჩუქრებს ლაპლანდიელი სანტა კლაუსისგან და რატომ მივდიოდი სტუმრად მთაწმინდაზე, შორეული მთიდან ჩამოსულ თოვლის ბაბუსთან, რომელიც ყოველ წელიწადს ერთსა და იმავეს, მანდარინებით გაძეძგილ, გადასკოჩილ, ბაფთაშემოხვეულ ერთჯერად ცელოფანს მჩუქნიდა, რომელიც ოთახიდან გამოსვლისთანავე სკდებოდა. ჩავუჯექი ჩემს დიდ პენტიუმ ორს და დავიწყე ახალი თუ ‘’ძველით ახალი’’ წლის წარმომავლობის მოზიებას. აღმოჩნდა, რომ ყველაფრის დასაბამი, ისევ და ისევ დროისა და სივრცის ზუსტი მკვლევარი, ჩემთვის ნაკლებად საყვარელი, ფიზიკა იყო...

დედამიწა მზის გარშემო შემოვლას 365 დღეს და კიდევ რამდენიმე საათს ანდომებს, ალექსანდრიელი ასტროლოგი იულიუსი შეეცადა ეს ყველაფერი წელთ აღრიცხვის სისტემაში გამოესახა, რითაც დიდი იულიუს კეისარიც აღფრთოვანებული დარჩენილა. ასე შეიქმნა IV საუკუნეში იულიუსის კალენდარი. არ მკითხოთ ახლა ვის საპატივცემულოდ დაერქვა კალენდარს სახელი ასტროლოგი იულიუსის თუ მთავარსარდალი იულიუსისო?! პასუხს მაინც ვერ გაგცემთ, ერთადერთი რაც დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ იულისუის კალენდარს ნახევარი მსოფლიო, მთელი ევრაზიის ჩათვლით ოციან წლამდე ერთგულად იყენებდა. თუმცა იმ დროინდელ რევოლუციებს და ნებით თუ უნებლიე ევოლუციებს ის მოყვა რომ კალენდარი შეიცვალა და ჩვენც ნახევარ მსოფლიოსთან ერთად თამამად შევუდექით ახალი, გრეგორიანული, იგივე დასავლური და იგივე ქრისტიანული კალენდრის გამოყენებას. ამ უკანსაკნელის ფორმირებაში და საბოლოო დახვეწაში დღევანდელი ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს მიუღია მონაწილეობა.

კონკრეტული ქვეყნების სახელები ნაკლებად არის ცნობილი. იტალიამ ესპანეთმა და პოლონეთმა პირველებმა დაიწყეს ახალი კალენდრით სარგებლობა. დიდი ბრიტანეთი 1582 წელს შეუერთდა მათ, საბერძნეთი, რუსეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები კი გაცილებით გვიან 1918-1922 წლებში. ზოგიერთი ისტორიკოსი მიზეზად იმას ასახელებს რომ კალენდარის იდეოლოგი გრეგორი მე-12, კათოლიკე მღვდელი იყო და მართლმადიდებელ ქვეყნებს ამიტომ არ სურდათ კალენდრის შეცვლა. იულიუსის კალენდრის მიხედვით, შობას ახალ წლამდე აღნიშნავდნენ, გრეგორიანული კალენდრის მიხედვით კი ახალი წლის შემდგომ (7 იანვარს) გრეგორიანულმა კალენდარმა წინა კალენდართან შედარებით 0.002 % დააგრძელა წელი, რაც საათში ათ წუთსა და 48 წამს გულისხმობს. შესაბამისად გაბათილდა იულიუსის კალენდრის ცდომილება, რომელიც ყოველ 128 წელიწადში 1 დღეს გულისმხობდა. გრეგორიანულ კალენდარში კი ეს ერთი დღე, ყოველ ოთხ წელიწადში დამატებული 29 თებერვალია.

დღეს 13 იანვარია, ეს იულიანიუსის კალენდრით, თორემ ჩვენი, გრეგორიანულით 26. ვერაფერს იტყვი, არამარტო 13 დღით ვართ წინ, არამედ ახალ წელსაც უკვე მეორედ ავღნიშნავთ. ისე რატომაც არა, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ! 





Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ვისვენებთ საქართველოში!
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
09:58 / 22.06.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1838
TRY
TRY
1
0.4858
USD
USD
1
2.7945
ამინდი
ბორჯომი 18 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა