იპოვე შენი უნივერსიტეტი

ბოლო წლებში საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ისევე როგორც იმ უნივერსიტეტების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთში განათლების მისაღებად ახალგაზრდებს სხვადასხვა პროგრამას სთავაზობენ დაწყებული საზაფხულო სკოლებით, დასრულებული ბაკალავრიატითა და მაგისტრატურით. თუმცა თავსატეხი მაშინ ჩნდება, როდესაც  კონკრეტული სასწავლებლის არჩევაზე დგება ჯერი...

მეშვიდე წელია, რაც სააგენტო UK Bridge-ის ორგანიზებით თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა იმართება. სააგენტო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება დაიწყო. როგორც წესი, ამ გამოფენას უცხოეთში სწავლის მსურველები სულმოუთმენლად ელიან, რადგან აქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეხვდნენ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტებისა და სკოლების წარმომადგენლებს, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღონ ინფორმაცია, რომელიც სასწავლებლის არჩევაში დაეხმარებათ.

"ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე მივხვდით, რომ უცხოეთში გამგზავრებამდე კარგი იქნებოდა, თუ ახალგაზრდები პირადად შეხვდებოდნენ სხვადასხვა სასწავლებლის წარმომადგენლებს და დაუსვამდნენ შეკითხვებს. სწორედ ამ მიზნით მოვიწვიეთ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან. გამოფენა ადამიანებს იმის გარკვევაში ეხმარება, თუ სად სურთ სამომავლოდ გამგზავრება და განათლების მიღება", - გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა ნუცა ქურიძემ.

სააგენტო UK bridge-ს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ისეთ სასწავლებლებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან St. Andrew’s University შოტლანდიაში, Kings College London, University of Arts ლონდონში, Naba იტალიაში და სხვა. ორგანიზაცია სტუდენტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის შუამავალის ფუნქციას ასრულებს, რომელიც სასურველი სასწავლებლის მოძიებასთან ერთდ მას გამგზავრებისთვის საჭირო ყველა პროცედურის გავლაშიც ეხმარება.

„ყველა ჩვენი პარტნიორი სკოლა თუ უნივერსიტეტი სტუდენტებს უმაღლესი ხარისხის განათლებასა და გარემოს სთავაზობს - ბაკალავრიატს, მაგისტრატურას, ენისა და კვალიფიკაციის ასამაღალებელ კურსებს. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი პროგრამის შერჩევა შეგვიძლია. ეს გამოფენაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ასაკი შეზღუდული არ არის. ჩვენი ყველაზე უმცროსი სტუდენტი 6 წლის იყო. გასულ წელს კი გვქონდა შემთხვევა, როდესაც 70-წლამდე ქალმა მოგვმართა, ინგლისური  ენის  შესწავლა სურდა. განათლების საერთაშორისო გამოფენას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სასურველი სასწავლებლის პოვნა სურთ. მათი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა",-გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა ანა ვეცკომ და დასძინა, რომ გამოფენის ფარგლებში თბილისის სკოლებში სემინარებიც გაიმართება, რომლის ფარგლებშიც უცხოური სასწავლებლების წარმომადგენლები ახალგაზრდებს იმ კრიტერიუმებს გააცნობენ, რის მიხედვითაც უნივერსიტეტში ჩაბარება ხდებოდა.

საზოგადოების ნაწილისთვის დასავლეთში განათლების მიღება კოლოსალურ თანხებთან ასოცირდება, თუმცა ფასები საკმაოდ მისაღებია. მაგალითად, უნგრეთში, ბაკალავრიატზე სწავლის საფასური 4 000 ევროდან იწყება, ბრიტანეთში კი - 10 000 ფუნტი სტერლინგიდან,  რაც შეეხება საზაფხულო სკოლებს, საშუალო ფასი აქ 500 ფუნტია.

25 თებერვლამდე თითქმის ერთი თვე დარჩა. თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ და ფიქრობთ რომელი უნივერსიტეტი აარჩიოთ, ან რა პროფილით განაგრძოთ სწავლა, აუცილებლად ეწვიეთ UK-Bridge-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენას „Rooms“ - ში, რადგან აქ მიღებული ინფორმაცია, თქვენთვის ყველაზე საჭირო გზამკვლევი გახდება.




გამოფენაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: educationfair2017.eventbrite.com





ვებგვერდი: http://www.ukbridge.ge/



ტელ: 2 224-997


 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4593
TRY
TRY
1
0.4460
USD
USD
1
3.0624
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა