City მთავარი თემა
სცენის პრინცესა
ერთ დროს ყველაფერი სურვილი იყო. სურვილი, რომელიც მალე ოცნებად იქცა და წლების შემდეგ ახდა. სცენის სიყვარულს ბავშვობიდან გრძნობდა, თუმცა ამ საოცარ ადგილას როგორ აღმოჩნდებოდა, იმ პერიოდში ვერ ხვდებოდა. სცენაზე მოხვედრის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა  ქორეოგრაფიული სასწავლებლის კარი მისთვის დახურული აღმოჩნდა, არ გაუმართლა საბალეტო სკოლაშიც, თუმცა გაიღო თეატრალური ინსტიტუტის კარი და სამსახიობო ცხოვრებაც დაიწყო.
პირველად ეკრანზე ვნახე, თუმცა მისი სასცენო დებიუტი ეკრანზე გამოჩენამდე კარგ ხნით ადრე შედგა. ჩემს მეხსიერებაში პირველი კადრიც, შესაბამისად, ცნობილი სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" პირველი სეზონის პირველსავე სერიაში შექმნილი საოცრად მომხიბვლელი ქალის სილუეტია. იმ დღის შემდეგ ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა კატო კირვალიძემ მოხიბლა უამრავი მაყურებელი და თითქმის მთელი ქვეყანა მისი ფრაზებით აალაპარაკა.

კატო კირვალიძე რეალურ ცხოვრებაში ნინო გაჩეჩილაძეა. უკვე მიეჩვია და წლების წინ მის ცხოვრებაში დიდი დოზით შეჭრილი კატო შეიყვარა და მიიღო.

ზოგჯერ მეგობრები ნინოს მაგივრად კატოს მეძახიან. კატო ჩემთვის უკვე ოჯახის წევრივითაა, ძალიან მიყვარს, რაგორი აუტანელიც არ უნდა იყოს. მიუხედავად მისი რთული ხასიათისა, კატოს აქვს თავისი პატარ-პატარა ტრაგედიები, რომელსაც გულში ინახავს და სააშკარაოზე არ გამოაქვს, ბუნებით ექსტრავერტია, თუმცა, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩება, ეშინია გამოტყდეს, რომ უბედურია, რადგან სინამდვილეში, მეგობრების გარდა, არავის ესმის მისი.

კატოს ისტორია მისი წარმატებაა. ეტაპი, რომელმაც საქვეყნო პოპულარობა მოუტანა. პერსონაჟი, რომელმაც წაართვა თითქმის ყველა თავისუფალი წუთი და მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დაიკავა. რა იყო იქამდე? ცნობილ სერიალამდე და მის ეკრანზე გამოჩენამდე? გზა, რომელსაც ყველა წარმატებული ადამიანი გადის: უძილო ღამეები, სიახლის ძიება, წარუმატებლობა და გამართლებაც; ჩაბნელებული თბილისი და ოცნება ზღაპრულ ცხოვრებაზე.
ბავშვობა, ისევე როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაშიც ყველაზე ბედნიერ დროდ ითვლება. ჩემი ბავშვობა კომუნისტების პერიოდს დაემთხვა, დღევანდელი ბავშვებისგან განსხვავებით, ბევრ რამეს ვიყავით მოკლებულნი, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი ყურადღება სწავლასა და განათლებაზე იყო მიმართული, მშობლები მკაცრად აკონტროლებდნენ ჩემს საშინაო დავალებებს როგორც საშუალო, ასევე მუსიკალურ სკოლაში. მამა მათემატიკასა და ფიზიკაში მამეცადინებდა, მაგრამ მე ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი და ბოლოს, როცა მკითხავდა: ნინო, გაიგე? თავს ვუქნევდი, მაგრამ ამ დროს ვერაფერს ვიგებდი, რადგან უბრალოდ არ მაინტერესებდა...

ბავშვობიდან მეოცნებე და იდეალისტი ვიყავი, მჯეროდა ზღაპრების, რომლებსაც მამა მიყვებოდა ძილის წინ (ძირითადად, თვითონ იგონებდა); მჯეროდა, რომ არსებობენ პრინცები, რომლებიც სიყვარულის გამო მზად არიან ბოროტ გველეშაპებს და ცხრათავიან დევებს შეებრძოლონ სანატრელი პრინცესის გულის მოსაგებად; მჯეროდა თოვლის ბაბუის, რომელიც ყოველ ახალ წელს მაინცდამაინც, როცა მე და ჩემს დას გვეძინა, მაშინ მოდიოდა საჩუქრებით ხელში და ფანჯრის რაფაზე უამრავ ტკბილეულს ტოვებდა.ბავშვობაში პრინცესობაც მინდოდა. თუ მკითხავდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეო, რა თქმა უნდა, პრინცესა-მეთქი, ვპასუხობდი. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ არც თოვლის ბაბუა არსებობს რეალობაში, არც _ პრინცები, არც "პრინცესობა" ყოფილა პროფესია და საერთოდ, ცხოვრება სულ სხვა რამეა და რადიკალურად განსხვავდება ბავშვობაში წარმოდგენილი სამყაროსგან. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. პირველი დიდი იმედგაცრუება ისევ სცენას უკავშირდება. უფრო სწორად, სცენაზე მოხვედრის პირველ მცდელობას. გარდატეხის ასაკში ნინო თავის ერთ-ერთ გატაცებას _ ხატვას დროებით ტოვებს და ბალეტზე სიარულს იწყებს. ქორეოგრაფიული სასწავლებლისთვის უკვე დიდია და არ იღებენ.

მერე რა ხდება?

მამაჩემმა გული არ დამწყვიტა და ერთი წელი კერძოდ დავყავდი ბალეტის პედაგოგთან, სვეტლანა მთვარელიშვილთან. ქალბატონი სვეტა მეუბნებოდა: _ ნინო, გარეგნობის გარდა, ამ პროფესიისთვის საჭირო სხვა არცერთი მონაცემი არ გაქვს, ამიტომ სჯობს შეეშვა და სხვა საქმეს მოკიდო ხელიო; მაგრამ არ ვნებდებოდი და ბოლომდე არ ვკარგავდი იმედს, რომ რაღაც მაინც გამომივიდოდა. თუმცა როცა მივხვდი, რომ ტყუილად ვწვალობდი, ბალეტს თავი დავანებე. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი მსახიობი და სცენასთან ახლოს ვყოფილიყავი.

ნინოს ბიოგრაფიაში სამი რამ არის მთავარი _ ოჯახი, მუსიკა და სცენა. სამივე იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთს, რომ შეუძლებელია ნინო გაჩეჩილაძეზე საუბარი რომელიმეს გარეშე.

მშობლები ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანები არიან. ვფიქრობ, ვერავის შევიყვარებ მშობლებზე უფრო მეტად. ვამაყობ ჩემი მშობლებით და ყველაზე ძალიან მინდა, რაც შეიძლება დიდხანს მყავდნენ გვერდით. როცა მარტო ცხოვრების გადაწყვეტილება მივიღე, ორივემ ძალიან მტკივნეულად მიიღო, მაგრამ მერე შეეგუვნენ. ადრე თუ გვიან ხომ მომიწევს სხვაგან გადასვლა, ჰოდა, მეც ავდექი და ჯერ ჩემს სახლში გადავედი, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრებას და საკუთარი თავის მოვლას ვეჩვევი. მშობლებთან დარჩა ჩემი და თაკო, რომელიც ბავშვობიდან ძალიან პოპულარული იყო. მე მისი გულშემატკივარი ვიყავი ცხოვრების ყველა ეტაპზე.


მუსიკას ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მამა ცნობილი კომპოზიტორია, მე და თაკოც ბავშვობიდან მუსიკის ჰანგებში გავიზარდეთ. არასდროს მდომებია ამ საქმეს პროფესიულად გავყოლოდი, მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე და სულ ეს იყო. მიუხედავად კარგი მონაცემებისა, აღარ გავაგრძელე ათწლედში სწავლა, ნოტების გარჩევას ვერ ვიტანდი, მხოლოდ ნასწავლი ნაწარმოების დაკვრა მიყვარდა.
სცენის სიყვარულმა სძლია მუსიკას და ბალეტსაც. თეატრალურზე სწავლის პერიოდი შეიძლება ბავშვობის მერე ყველაზე ბედნიერ პერიოდად ჩაითვალოს; აქ შევიძინე ბევრი კარგი მეგობარი, ვისწავლე ჩემი პროფესიული ანბანი, დავიწყე პიროვნებად ჩამოყალიბება. განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარე, რომელიც ხშირად მახსენდება. მენატრება ის დრო. თეატრალურ ინსტიტუტში გადავდგი პირველი კარიერული ნაბიჯები. ეს იყო სამუელ ბეკეტის პიესაში "ბედნიერი დღეები", რომელიც ჩემმა მეგობარმა, სტუდენტმა გიორგი აფხაზავამ დადგა. სპექტაკლმა ძალიან კარგი შეფასებები მიიღო. შემდეგ იყო დოსტოევსკის "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" რუსთაველის სარდაფში, შემდეგ _ მარჯანიშვილის თეატრი და ლაშა თაბუკაშვილის "თოვლივით თეთრი თოვლი". მას შემდეგ ამ თეატრში ვარ...

ალბათ, შენც, როგორც ყველა მსახიობს, ხშირად გეკითხებიან კინო თუ თეატრი?

რა თქმა უნდა, ორივე! მე დრამისა და კინოს მსახიობი ვარ, მაგრამ თეატრს მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში. ის უფრო ახლოსაა ჩემს სულიერ სამყაროსთან, თეატრი ჩემთვის ძალიან მშობლიური სივრცეა, ბავშვობიდან მარჯანიშვილის თეატრში ვარ გაზრდილი, მამა აქ მუშაობდა და სულ დავყავდი რეპეტიციებზე. ჩემი პირველი შთაბეჭდილება თეატრზე დღემდე მახსოვს _ ეს იყო მედეა კუჭუხიძის სპექტაკლი "ლურჯი ურჩხული", რომელმაც საოცარი ემოცია დამიტოვა. არ ვიცი, შეიძლება ჯერ კიდევ მაშინ მოვიწამლე თეატრით და ეს "საწამლავი" დღემდე მოქმედებს.

ინტერვიუ "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღების შემდეგ იწერება. დღის განმავლობაში დაგეგმილია რამდენიმე საქმიანი შეხვედრა. საღამოს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი აქვს. ერთ დღეში სამი გარდასახვა უწევს _ სერიალში კატო, მონაკოს პრინცესა "სითის" გარეკანისთვის და მარგო სპექტაკლში "ჯაყო - ხვალ ომი იქნება". მის განრიგს, ალბათ, ხვდებით და მიუხედავად ამისა, არცერთ საქმეს არ აკლდება ყურადღება. როგორც მისი მეგობრები და კოლეგები ამბობენ, ყველაფერს საფუძვლიანად აკეთებს. ძნელია არ დავეთანხმოთ; თუმცა ერთადერთს აკლებს ყურადღებას პირად ცხოვრებას... - ნაკლები დრო მაქვს საკუთარი თავისთვის, მეგობრებისა და პირადი ცხოვრებისთვის, მაგრამ არ ვწუწუნებ, რადგან ჩემი კარიერა სხვაგვარად წარმოუდგენელია.

პერადი ცხოვრებისთვის დრო არ გრჩება, თუ უბრალოდ არ ეძებ ამ დროს?

ახლა მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, მხოლოდ თაყვანისმცემლების ყურადღებით ვარ გათამამებული. ყველაზე სერიოზული და დიდი სიყვარული, ალბათ, არც მქონია, რადგან სერიოზული ურთიერთობები ოჯახის შექმნით მთავრდება, მე კი ორჯერ ვიყავი შეყვარებული და ორჯერვე დავშორდით. დღევანდელი გადმოსახედიდან მეცინება ყველაფერზე, მაგრამ მაშინ ძალიან განვიცდიდი.

ოცნებას ერთი უცნაური თვისება აქვს, ხშირად ახდება ხოლმე - სცენაზე ხომ მოხვდი, ახლა რაზე ოცნებობ?

ვოცნებობ დიდ და ბედნიერ ოჯახზე, ისეთზე, როგორშიც მე გავიზარდე. ვფიქრობ, ყველა ადამიანი ამაზე ოცნებობს და არანაირი კარიერა არ ღირს პირად ბედნიერებაზე მეტი. ვოცნებობ, რომ ოჯახის ყველა წევრი იყოს ჯანმრთელი და იცოცხლონ ძალიან დიდხანს, რადგან მათ გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს.

ლოკაცია: მარჯანიშვილის თეატრი
ფოტო: აკო ხარისთვალაშვილი
სტილი/მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
ტექსტი: ნინი გოგოლაძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის
ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ
იქნება.
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
თანამედროვე ადამიანის , და მით
უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს
ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის,
მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ
სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017
თანამედროვე ადამიანის , და მით
უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს
ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის,
მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ
სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017
თანამედროვე ადამიანის , და მით
უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს
ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის,
მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ
სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ფუფუნების სამყარო პატარებისთვის
"სუავინექსი" ბავშვთა მოვლისა და აქსესუარების ესპანური ბრენდია, რომელიც 1983 წლიდან ზრუნავს პატარებზე და მათთვის ფუფუნების სამყაროს ქმნის.
10:05 / 11.06.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0943
TRY
TRY
1
0.4663
USD
USD
1
2.7468
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა