სპორტი
ORANGE FITNESS

ნატალია კვანტალიანს "სითის" მკითხველი კარგად იცნობს. წარმატების მისაღწევად მან დიდი გზა გაიარა. არასდროს თაკილობდა შრომას - დირექტორიც იყო, დამლაგებელიც და თამამად მიიწევდა მიზნისკენ.


თუმცა საკუთარ თავში იმ თვისებების პოვნა, რომლებიც წარმატებას განაპირობებს, არც ისე მარტივია. შეუპოვრობის, სითამამის, შრომისმოყვარეობისა და გაბედულობის გამომუშავებაში მას სწორედ სპორტი დაეხმარა. სპორტი, რომელიც წლების შემდეგაც მისი ცხოვრების ნაწილია...

 


ჩვენი შეხვედრა ქავთარაძის 21ა-ში მდებარე ORANGE FITNESS-ში დაიგეგმა. ასე მითხრა, სპორტდარბაზის გახსნა ჩემთვის სპორტში დაბრუნების ტოლფასიაო;


"ძველი სპორტსმენი ვარ. მორბენალი ვიყავი და ამ სფეროში საკმაოდ დიდ წარმატებასაც მივაღწიე. ვმუშობდი მწვრთნელად, შემდეგ - სპორტკომიტეტის ხელმძღვანელადაც. სპორტი ჩემთვის ერთობის, გულწრფელობის, სწორი ხედვისა და შეუპოვრობის სიმბოლოა. ხომ გაგიგიათ გამოთქმა: "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო", მეც ასე ვფიქრობ და ვცდილობ, ამ წესს არასდროს ვუღალატო. სპორტმა დამარწმუნა, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და თუ მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება გვხვდება, ის აუცილებლად უნდა გადავლახოთ." -
გვითხრა ნატალიამ, რომელიც ერთდროულად რამდენიმე განსხვავებულ ბიზნესპროექტს ხელმძღვანელობს, მათ შორის არაერთ სოციალურ პროექტსაც.  Orange Fitness - ის შემთხვევაში მისი პარტნიორი კანოეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავაა.



"ვამაყობ, რომ პროექტის შექმნაში სწორედ ის ადამიანები იყვნენ ჩართულნი, რომლებისთვისაც სპორტი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. დათო სწორედ ასეთი ადამიანია. მე კი ყოველთვის გვერდით დავუდგები მათ, ვისაც უყვართ თავიანთი საქმე და გულწრფელად სურთ ცვლილებების განხორციელება. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. გვინდა, რომ სპორტდარბაზები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავხსნათ, გულწრელად მჯერა, რომ ერთად არაერთ წარმატებას მივაღწევთ და ამ სასარგებლო საქმეში ჩვენს მოკრძალებულ წვლილსაც შევიტანთ". - გვითხრა ნატალიამ.


საუბრის დასრულების შემდეგ დათოსკენ გავეშურე, რომელსაც სპორტდარბაზის ლოგოთი დამშვენებული ნარინჯისფერი მაისური ეცვა და სავარჯიშოდ ემზადებოდა...


"თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, Orange Fitness -ში თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ. აქ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები ვარჯიშობენ - ისინი, რომლებმაც ზუსტად იციან, რას ნიშნავს სპორტი და ისინიც, რომლებიც სპორტის შეყვარებას ახლა იწყებენ. თუმცა ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ფორთოხალი და ნარინჯისფერი, კლუბის სახელიც აქედან გამომდინარე შევარჩიეთ. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიზიდოთ და ფიტნესმიმართულება კიდევ უფრო პოპულარული გავხადოთ.“ - გვითხრა დათომ და სპორტდარბაზისკენ გაგვიძღვა.


„ბევრი შეთავაზება გვაქვს, მათ შორის კომბინირებული ვარჯიშები, კრივი და პერსონალური თავდაცვის ტრენინგები, რომლის მსგავსიც სხვა ფიტნესკლუბებში არ არის. ვფიქრობ, ქართულ ბაზარზე საკმაოდ საინტერესო ბრენდი შემოვიყვანეთ. გვაქვს სწორი მიმართულება და გეგმები, რომლებითაც აუცილებლად მივაღწევთ სასურველ მიზანს". - ქაცარავამ იმ სოციალურ პროექტზეც გვიამბო, რომელიც თამბაქოზე დამოკიდებული ახალგაზრდების დახმარებას გულისხმობდა: „ნებისმიერ 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდას, რომელსაც თამბაქოსთვის თავის დანებება სურს, ჩვენს ფიტნესკლუბში დღეში 1 ლარად შეუძლია ვარჯიში. სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენი პირველი სოციალური პროექტია, თუმცა ძალიან წარმატებული. იდეებიც ბევრი გვაქვს, გვინდა ყველა დარწმუნდეს, რომ სპორტი მთელი ცხოვრებაა და მასთან ერთად უფრო საინტერესოა, ვიდრე მის გარეშე."


საუბრის დასრულების შემდეგ ის კვლავ სავარჯიშოდ შებრუნდა, მე კი საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თუკი განწყობის ამაღლება, წონის დაკლება, ან სხეულის ფორმების დახვეწა დამჭირდება, აუცილებლად მივირთმევ ფორთოხალს და ვივარჯიშებ Orange Fitness-ში, იქ, სადაც ბედნიერებისთვის საჭირო ყველა ვიტამინს ვიპოვი.



მისამართი: პეტრე ქავთარაძის ქუჩა, 21ა,

(ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრის ტერიტორია, 1 სართული)

ელ.ფოსტა: el.fosta: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ტელ: 5 (77) 41 80 80



ფოტო: ლიგ სტუდიო

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი
კალათბურთელია, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო.
ქართული სპორტის ისტორიაში NBA -ს ტიტულის მოპოვება ქართველმა
მოთამაშემ პირველად შეძლო. „ეს მსოფლიოს ჩემპიონობა არის
საქართველოსთვის. ეს დასაწყისია და ბევრი ჩემპიონი გვეყოლება კიდევ,
გილოცავთ საქართველო! ძალიან ბედნიერი ვარ, ასე მამხნევებდით კარგ და
ცუდ დღეებშიც“, - განაცხადა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო. ქართული სპორტის ისტორიაში NBA -ს ტიტულის მოპოვება ქართველმა მოთამაშემ პირველად შეძლო. „ეს მსოფლიოს ჩემპიონობა არის საქართველოსთვის. ეს დასაწყისია და ბევრი ჩემპიონი გვეყოლება კიდევ, გილოცავთ საქართველო! ძალიან ბედნიერი ვარ, ასე მამხნევებდით კარგ და ცუდ დღეებშიც“, - განაცხადა ფაჩულიამ.

11:24 / 13.06.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2487
TRY
TRY
1
0.5086
USD
USD
1
2.9336
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ახალქალაქი 14 °C
img
გამოწერა