
ცერემონია
ჯვარი თბილისში, ფერისცვალების ეკლესიაში დავიწერეთ. ქორწილი კი
კახეთში, კაჭრეთის "ამბასადორში" ჩატარდა.
კაბა
კაბის დიზაინერი ჯაბა დიასამიძეა.
სტუმრები
ჩვენს ქორწილში დაახლოებით 400-მა ადამიანმა მოიყარა თავი.
მეჯვარები
ჩემი მეჯვარეები იყვნენ ჩემი მამიდაშვილი თიკო ქარქაშაძე და უახლოესი
მეგობრები - თაკო იოსელიანი და ნინო მოქერია. კოტეს მეჯვარეები იყვნენ
ბუკა ჩხიკვიშვილი, ლევან შავკაციშვილი და ჯუზეპე ატზერი.
ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი სახლიდან წამოსვლის მომენტი
იყო, მამამ ოთახიდან გამომიყვანა, კოტესთან მიმიყვანა და ჯვრისწერაზე
წავედით.
თაფლობის თვე
თაფლობის თვე დუბროვნიკში, ხორვატიაში
გავატარეთ.