City Weddings
ანი ღლონტი და თორნიკე მაისურაძე

ცერემონია
ჩვენი ჯვრისწერა გაიმართა მცხეთაში, დედათა მონასტერში. შემდეგ კი ცერემონია გაგრძელდა "გუჯარში". რესტორნის ეზოშივე გაიმართა ხელისმოწერა და იქაურობა მართლაც ულამაზესი იყო.

კაბა
კაბა შევიძინე "მარიონელაში", როდესაც ამ მაღაზიას ვესტუმრე, ზუსტად ისეთი კაბა აღმოვაჩინე, როგორიც მინდოდა, ამიტომ შეკერვას ყიდვა ვამჯობინე.

სტუმრები
ქორწილი საბოლოოდ დიდი გამოვიდა, 300-ის ნაცვლად 400-კაციანი.

მეჯვარები
მეჯვარები ჩემი უახლოესი მეგობრები ანო ფრანგიშვილი და მარიამ სეთურიძე იყვნენ, ხოლო თორნიკეს მხრიდან - გივიკო სირბილაძე და ზუკა გიორგაძე.

ყველაზე დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი ჩემს ქორწილში მამაჩემის მოწყობილი სიურპრიზი იყო, მოულოდნენად მამამ მე და თორნიკეს ჩვენი დიდი სურათი გვაჩუქა, ლამაზად დაბეჭდილი.

თაფლობის თვე
იტალიის 3 ქალაქს ვესტუმრეთ: ვენეციას, ფლორენციას და რომს.

 

Print