ნინო დარასელი - Some Day My Prince Will Come

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ბევრი საინტერესო და სახალისო ამბავი გაიხსენა, თუმცა ყველაზე მეტად ინტერვიუდან ის ნაწილი დამამახსოვრდა, როდესაც სტუმარი თავის საყვარელ თემას - ზღაპრებს გადასწვდა: პრინცესებიან ზღაპრებში ერთი რამ შევამჩნიე, ყველა პრინცესა ელოდება ვინმე კაცს, რომელმაც უნდა უშველოს და გადაარჩინოს, თავის თავს რატომ არ უნდა რომ უშველოს, ვერ გავიგეო, - უკვირდა. ეს ამბები არწმუნებდნენ ქალებს, რომ მამაკაცმა უნდა მოუგვაროს ყველა პრობლემა, აქედან მომდინარეობს გარკვეული გენდერული პრობლემაც და ამიტომაც ზღაპრები უნდა განვითარდესო, - დასძინა მინისტრმა.

აბა, როგორ არ დავეთანხმო ბატონ ჯეჯელავას, მინისტრიც რომ არ იყოს. ზღაპრები ნამდვილად ჩამორჩა რეალობას, იმიტომაც ჰქვია, ალბათ, ზღაპრები. მთავარია, ჩვენ არ ჩამოვრჩეთ და არ დავრჩეთ ძველი თუ ახალი ანდერსენების და გრიმების მითითებების მოლოდინში.

ჩემი დაკვირვებით, ქალების უმეტესობა ცხენზე ამხედრებულ პრინცს, დიდი ხანია, აღარ ელოდება. მეტიც, ამ ბოლო დროს პირიქითაც ხდება და ხშირად თავისთვის იმის შეხსენება გვიწევს, რომ არაა საჭირო თავად ამხედრდე თეთრ რაშზე და ყველა პრობლემის გადაჭრა საკუთარ თავზე აიღო. თავიანთი კუთვნილი ადგილი უნაგირზე მამაკაცებსაც რომ დავუთმოთ, ურიგო არ იქნებოდა.

თანამედროვე ქალი რომ საკუთარი თავის იმედადაა და უკვე თვითონ აგვარებს ყველა პრობლემას, ამის დასტურად გამოდგება ლევან კოღუაშვილის არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმიც „ქალები საქართველოდან”. ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ, ნახოთ და მოისმინოთ საზღვრებს გარეთ გადახვეწილი ქალების ძალიან სევდიანი მონათხრობი, ქალებისა, რომლებიც არანაირ სამუშაოს არ თაკილობენ, რომ საქართველოში დარჩენილი ოჯახები გამოკვებონ.

ისე, მხოლოდ „გამოკვებაზეც" არაა საქმე. ვფიქრობ, ახლა ქალების უმეტესობას აღარც აქვს სურვილი უბრალოდ უზრუნველყოფილი იყოს ყველაფრით, სახლში იჯდეს, ხაჭოს და ბანანის ნიღბებს ისვამდეს, კომბალს თლიდეს, ჭერში აწყობდეს, ან ნაცარს ქექავდეს (ისევ ალექსანდრე ჯეჯელავას ინტერვიუს შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ). რაც დრო გადის, ქალს მეტი ამბიცია და, შესაბამისად, მოთხოვნა გაუჩნდა საკუთარი თავის მიმართ.

დღეს ქალების უმეტესობა დასაქმებულია, უკეთეს ფორმაშია და უფრო ლამაზიცაა.

მე პირადად 21 წლიდან ვმუშაობ. ტელევიზიაში მუშაობის დაწყებამდე, ლონდონში სწავლისას, როგორც კი მივხვდი, რომ თბილისიდან გამოგზავნილი ფული მხოლოდ ერთ სამგზავრო ბილეთს და დუკანის დიეტის მსგავს კვებას ჰყოფნიდა, ჩემი სახლის ირანელ პატრონს მოველაპარაკე და 3 კვირა მეზობელ კაფეში ჭურჭლის მრეცხავად მომაწყო „ჩაწყობით“ (სამუშაოს უფლება არ მქონდა).

ვერ გეტყვით, რომ ამ საქმეს დიდი ენთუზიაზმით შევეჭიდე. თავი კონკია მეგონა და იმასაც ვფიქრობდი, ნეტა ამათ იცოდნენ, ვინ ვარ-მეთქი. წლები რომ გავიდა, კი მეცინება, რომ გაეგოთ ვინ ვარ, ვინ ვიყავი? მეც ახლა ჩემი 90-იანების თბილისური იმიჯით, როგორც იტყვიან, გაერთიანებული სამეფოს კრამიტები არ დამელეწა. არადა, პიცერიაში მომუშავე ედი მერფის კინოგმირს რომ ზამუნდის სამეფო ოჯახი ჩააკითხავს ამერიკაში, დაახლოებით მსგავსი ეფექტის მოხდენაზე გულში სულ მეფიქრებოდა...

მერფისგან განსხვავებით, არც მეფე ჯაფე ჯოფერმა ჩამომაკითხა და არც არავინ. კარგი ანაზღაურების მოლოდინმა კი ჩემი მაშინდელი „არ მეკადრება" კომპლექსებიც გადაწონა. მას შემდეგ ყველაფერიც „მეკადრება" და აღარც გავჩერებულვარ. ჩემი სამუშაო სტაჟი უკვე 23-ე წელს ითვლის.

ეს პატარა ბლოგი რომ დავასრულე, ჩემს პატარა გოგოს, მარიტას, გავხედე. ყურსასმენები ეკეთა და გატაცებით უყურებდა თუ უსმენდა რაღაცას. ჩემთვის არც ამოუხედავს, ისე მითხრა, სკოლაში რომ ტალანტშოუ ტარდება, იმისთვის სიმღერას ვარჩევო. გამიკვირდა, ვიცოდი, "ვერის უბნის მელოდებიდან" მრეცხავი ვარდოს სიმღერა რომ ჰქონდა მომზადებული, მაგრამ... უცებ გახარებულმა წამოიძახა, ვიპოვე, ეს უნდა შევასრულოო და ხმამაღლა აჰყვა მულტფილმიდან არჩეულ ახალ მელოდიას... და რა მესმის? ფიფქიას ცნობილი სიმღერა არანაკლებ ცნობილი მულტფილმიდან: “Some day my prince will come, some day we’ll meet again...”

თურმე ესეც პრინცს ელოდება და არანაირი ვარდო და „ვრეცხავთ და ვრეცხავთ”. ჩამიშალა ამდენი ამაყად ნაწერი ერთ წუთში, სულ სხვა ტალღაზე გადამიყვანა.
მე კი ვიმუშავებ ოჯახში ამ საკითხზე, მაგრამ მინისტრმა არ გაგვიგოს...








Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8660
TRY
TRY
1
0.5052
USD
USD
1
2.4479
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
გამოწერა